მეშახტეების დაღუპვის ფაქტზე შსს-მ 7 პირი დააკავა

ტყიბული, პშსს-ს ცნობით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი. დაკავება, ტყიბულში, მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარს უკავშირდება. შსს-მ დააკავა კიდევ ერთი პირი, რომელიც 2 ივნისს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რის გამოც 2 მუშა დაიღუპა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულები არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორი – ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი – გ.კ., შახტის მენეჯერი – მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე – ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა პირებმა დაარღვიეს”ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

“მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

5 აპრილს, მინდელის შახტში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, 2 ივნისს ტყიბულში, ინდმეწარმე დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

ნეტგაზეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018