მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში – ვიდეო

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში - ვიდეოინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ტურისტულ ზონაშიც მოჰყვა. ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში ადგილზე მყოფი ტურისტები ავრცელებენ, რომელთა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან.

ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს დახმარების თხოვნით საელჩოსთვის არ მიუმართავთ.