მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზი მოსკოვში მოკლული იპოვეს – მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილი

მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზი მოსკოვში მოკლული იპოვეს - მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილირუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილი 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი, სავარაუდოდ, ოჯახის დამხმარე ქალმა აღმოაჩინა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი, ცხედართან ახლოს იდო იარაღიც.

ადგილობრივი მედია ხუბუტიას თვითმკვლელობის ვერსიაზე წერს.

რუსეთის საგამოძიებო უწყებაში კი ამ დრომდე არ ამბობენ, რა მუხლით არის საქმე აღძრული. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

პირველი