მიხეილ ხუბუტია – “ეს რატომ ჩაიდინე შვილო, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!”

ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“ეს რატომ ჩაიდინე შვილო, შენ ხომ მზრუნველი, კეთილი და განათლებული იყავი, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!” – წერს ხუბუტია.

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, ნიკოლოზ ხუბუტია, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

თავად მიხეილ ხუბუტია ამ დროისთვის საფრანგეთში იმყოფება და მას შვილის გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს.

სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მათ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერად და ეჭვობენ, მომხდარი მკვლელობას შესაძლოა უკავშირდებოდეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018