”მოდების ატელიე კალაძე… მახათალესილი მუქთახორები“ – რამ გააბრაზა ალეკო ელისაშვილი

ვარაზის ხევში ქვაფენილის ასფალტით შეცვლის იდეას, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება:

„ეს ორი დღე ვერ მოვიცალე და ახლა დავწერ ვარაზისხევის ქვაფენილზე. ბოდიში მაგრამ მერიაში საქმე გამოელიათ? სხვა პრობლემა ვერ ნახეს მოსაგვარებელი ამ გაუბედურებულ ქალაქში? ბატონო კალაძევ მეტროთი ბოლოს როდის იმგზავრეთ? არჩევნების მერე აღარ გინდათ ხომ ქალაქის რეალური პრობლემების დანახვა? მეტროს სადგური გურამიშვილი ვინმეს გინახავთ, 45 წლის მაისის დანგრეულ ბერლინს რო გავს? დიდუბის სადგურის და ოკრიბას ტერიტორია ბოლოს როდის ნახა მოდების ატელიე კალაძემ? როდის ნახა ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია? ბორჯომის ყოფილი ვაგზლის ტერიტორია? დეზერტირების ბაზარი? ელიავა? და სამწუხაროდ ეს სია უსასრულოა. რომ ჩასკუპებულხართ ჯიპებში და მარტო საღამოს კაფეებში სასვეცკაოთ რომ აივლით ვარაზისხევს და ქვაფენილის ხმაური გაწუხებთ – იარეთ ფეხით, ნახეთ დანარჩენ ქალაქში რა პრობლემებია და რა არის მართლა მოსაწესრიგებელი და მერე იყარეთ მახათი! შხამიან ჰაერზე, ველურ კორპუსომანიაზე და უდღეურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არაფერს ვამბობ. მახათალესილი მუქთახორები“- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018