ნიკა გვარამია – “ივანიშვილი მარიხუანის ლეგალიზაციით თავის ქონებას გააორმაგებს”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“კოლორადოში, რომელიც საქართველოზე ოდნავ დიდია, მარიხუანის სრული ლეგალიზაციის პირველივე წელს, 4 მილიარდი შევიდა შტატის ბიუჯეტში მხოლოდ გადასახადების და ლიცენზიების გაყიდვის გზით. ეს, წარმოდგენა რომ გვქონდეს, ეკონომიკურად რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მარიხუანით ვაჭრობა.

აბა, ახლა, გამოიცანით, რა ინფორმაცია მომაწოდა აქამდე უტყუარმა სამთავრობო წყარომ ცოტა ხნის წინ (ჩემი წინა სტატუსის პასუხად): აბა, თუ იცით, ორი თვის წინ, ვის ყავდა ჩამოყვანილი ამერიკელი კონსულტანტები ამ საკითხზე? ვისა და ბიძინას საყვარელ დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს.

მასშტაბიც კარგად რომ წარმოვიდგინოთ, საუბარია ექსკლუზიურ ლიცენზიაზე, რომელიც იქნება ივანიშვილის კუთვნილი სააფთიაქო ქსელის მფლობელობაში. ლიცენზიას, რაც არ უნდა ღირდეს, მიიღებს მხოლოდ ივანიშვილი (არ გაუჭირდება) და გადასახადებს ისედაც არ იხდის არც ერთ იურისდიქციაში. ასე რომ, ივანიშვილის შემოსავალი იქნება უზარმაზარი, და, კოლორადოსგან განსხვავებით, საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს კაპიკებს სალიცენზიო მოსაკრებლის სახით. თუმცა, გადასახადებიც რომ გადაიხადოს, ექსკლუზიურობა იმხელა შემოსავალს მისცემს, 2-3 წელიწადში მეორე იმდენს დააგროვებს, რასაც ფორბსი აქამდე ასახელებს მის ქონებად.

ესეც ახსნა ბერას რეპს “legalize” და ტურავას და ევა გოცირიძის უცაბედ გალიბერალებას  😉 😈 პოლიტიკა კი არა, ნამდვილი ოპიუმის ომებია ქვეყანაში გაჩაღებული თურმე  😂 😂 😂”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018