პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. „პრაიმტაიმის“ მკითხველი პირველად  შეიტყობს პედოფილიის შემზარავ ისტორიას, რომელსაც ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცორისი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლის არის. საქმის მთავარი ფიგურანტი 43 წლის ლიფტიორია, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა.

არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმის განხილვამ პირველ ინსტანციაში ყოველგვარი ხმაურის გარეშე, კონსპირაციულ ვითარებაში ჩაიარა, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ გაუხმაურებიათ არც საგამოძიებო ორგანოებში. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ სკანდალური საქმის დეტალები. ეს მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებულ გ.ვ–ს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება აღიარა, ის პირველი ინსტანციის განაჩენს ახლა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. საქმეს მოსამართლე მარინა ხოლოაშვილი განიხილავს, რომლის ვერდიქტზეც არის დამოკიდებული შეუმსუბუქდება თუ არა სასჯელის ვადა სერიულ პედოფილიაში მსჯავრდებულ 43 წლის მამაკაცს.

სანამ მეორე ინსტანცია საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე „პრაიმტაიმი“ გიამბობთ საქმის ძირითადი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ… ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებული გ.ვ არასრულწლოვან ბიჭებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა. სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს შორის სამართალდამცავებმა მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს ვიდეო–რეგისტრატორი მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათით, ასევე პრეზერვატივი, ხუთი მობილური ტელეფონი, „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, პლანშეტი და ფულადი თანხა. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ფარული აუდიო–ვიდეო მასალა, ფოტოსურათები და ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე ათეულობით მოწმის ჩვენება, რომელთა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გ.ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდებს…. გაგაცნობთ, რამდენიმე ფაქტს, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენად მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე. აქვე გეტყვით, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდები იმდენად  შოკისმომგვრელია, რომ ჩვენ ყველა დეტალის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ. სტატიაში დაზარალებულ  არასრულწლოვანთა ინიციალებიც შევცვალეთ, რათა გამომგვერიცხა მათი ინდენტიფიცირების მცირედი რისკიც კი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ.ვ მთელი სამი წლის განმავლობაში (2014–2017 წწ)  ამყარებდა სხვადასხვა სახის სქესობრივ კავშირს არასრულწლოვან დ.ღ–სთან, რომელიც სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც პირველად გახდა პედოფილის მსხვერპლი. გ.ვ–ს აღნიშნული არასრულწლოვანი თბილისის მასშტაბით მდებარე სხვადასხვა კორპუსის ლიფტებში მიჰყავდა და სწორედ იქ ამყარებდა მასთან კავშირს. სავარაუდოდ, ბრალდებული დანაშაულის ადგილებს იმის მიხედვით არჩევდა, სადაც ის თავადვე მუშაობდა ლიფტიორად და დარწმუნებული იყო რომ მომხდარის შესახებ ვერვაინ გაიგებდა, თუმცა არასრულწლოვანი დ.ღ იგივე მიზნით მას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდა წაყვანილი. ყველა ჯერზე კი მას სქესობრივი კავშირის დამყარების სანაცვლოდ 30–30 ლარს უხდიდა.

mediamall.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018