პილოტების გაფიცვის გამო Ryanair-მა 400 ფრენა გააუქმა

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair-ი იძულებული გახდა გაეუქმებიანა 400 ავიარეისი, რაც პილოტების გაფიცვით იყო გამოწვეული.

კომპანიის განცხადებით, ფრენები გაუქმდა გერმანიის, ირლანდიის, ბელგიისა და შვედეთის მიმართულებით, რაც დაგეგმილი ფრენების 15%-ს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ პილოტები გაფიცვას აპირებდნენ ჰოლანდიაშიც, თუმცა მათ ქმედებას ავიარეისის გადადება არ გამოუწვევია.

გადადებული ფრენები 76,000 მგზავრს შეეხო. მათი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის გამო გეგმები აერიათ და დამატებითი რესურსების გაღება მოუწიათ.

მფრინავთა პროფკავშირები, რომელიც გაფიცვის ორგანიზატორი იყო, ითხოვს რომ Ryanair-მა პილოტებთან ხელშეკრულებები გააფორმონ იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება ის. ამჟამად კონტრაქტი მხოლოდ ირლანდიური შრომის კოდექსის მიხედვით ფორმდება.

Guardian

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018