პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა

სარეკლამო ხარჯების ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთის გაზეთებში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბეჭდვითმა რეკლამამ ზრდა აჩვენა.

ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამების შემოსავლებმა 2018 წლის პირველ კვარტალში 152,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 1%-ით მეტია.

ბოლოს ზრდა ამ მიმართულებით 2010 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა.
2018 წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთის საერთო სარეკლამო ხარჯები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და მოლოდინს 1%-ით გადააჭარბა, რაც ჯამურად 5,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება.

რადიო რეკლამებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 12,5%-იანი, საუკეთესო ზრდა დააფიქსირა.
სარეკლამო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვუდფორდის თქმით, ბოლო დროს სარეკლამო ხარჯები საგრძნობლად აისახა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე, მომხმარებლების ნდობა გაძლიერდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა.

„დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სააგენტოები აგრძელებენ ზრდას ბიზნეს ინვესტიციების და რეკლამების მიმართულებით.

ეს ინვესტიციები წინ წევენ კომპანიების მოგებას, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ეხმარება მედია სექტორს, ინვესტიციები განახორციელოს კრეატიულ კონტენტში და ტექნოლოგიებში, რასაც მოსახლეობა ძალიან აფასებს.“ – ამბობს ვუდფორდი.

პროგნოზის მიხედვით, სარეკლამო ხარჯები 2018 წელს 5%-ით, ხოლო 2019 წელს 4,5%-ით გაიზრდება.

გაგრძელდება ონლაინ სარეკლამო პლატფორმების, საძიებო და სოციალური მედიის პოპულარობის ზრდა, მაგრამ ტრადიციული ვებმედიაც დიდად არ ჩამოუვარდება მათ დადებით დინამიკაში.

ბიპიენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018