პსჟ-მ მონაკოს 4:0 მოუგო და საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა – ბუფონის პირველი ფრანგული ტიტული – ვიდეო

საფრანგეთის სუპერთასი „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო. პარიზულმა გუნდმა „მონაკო“ 4:0 დაამარცხა.

პსჟ-მ თითო ტაიმში ორი გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში თავი ანხელ დი მარიამ და კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კი ტიმოტი ვეამ და კვლავ დი მარიამ იმარჯვეს.

თომას ტუხელის „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში პირველი ტიტული მოიპოვა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმა. მან 90 წუთის განმავლობაში ითამაშა.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო ნეიმარი. ის თამაშს 76-ე წუთზე შეუერთდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018