“რაიან სმიტი სხვა კაცმა აწამა და მოკლა” – სმიტების მკვლელობის სკანდალური დეტალები

ახალი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი ხადის ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში.

სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რაიან სმიტი სიკვდილამდე ნაცემი და ნაწამებია.

ალექსანდრე კობაიძე ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილ რაიან სმიტს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ პირებთან, რომელიც მისი მკვლელობით დასრულდა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაზიანებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნაშიცაა საუბარი.

„ვადასტურებ, რომ რაიან სმიტს სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნება სხეულზე. ეს მიუთოთებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩხუბი მოხდა არა კობაურსა და რაიან სმიტს შორის, არამედ სხვა პირს შორის. კობაურის ჩვენების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ რაიან სმიტს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ხელჩართული ჩხუბი და სწორედ ამ დროს მოკლეს იგი – 2 ტყვია აქვს ნასროლი“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ადვოკატმა.

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის კეილების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქეს 19 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში 4 ივლისს მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, მწემსმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი მკვლელმა ქვებში დამალა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018