რატომ გარდაიცვალა ტურის მიერ დაკბენილი როზა გოგოხია – ოჯახი ყველაფერს ექიმებს აბრალებს

65 წლის როზა გოგოხიას გარდაცვალებაში ოჯახი ზუგდიდისა და ქუთაისის კლინიკების ექიმებს ადანაშაულებს.

ქალი გალის რაიონის სოფელ თაგილონში ტურამ დაკბინა. მომხდარიდან მალევე, მას პირველადი დახმარება ზუგდიდში აღმოუჩინეს, თუმცა, ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა მისთვის ანტირაბიული საშუალების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და საოპერაციოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გაგზავნეს.

როზა გოგოხიას ქუთაისის კლინიკაში, ოჯახის მტკიცებით, ჭრილობაზე ნაკერები დაადეს და ტეტანუსის აცრა გაუკეთეს. გოგოხიები ამტკიცებენ, რომ თხოვნის მიუხედავად, ექიმებმა პრეპარატ “იმუნოგლობულინის” გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და ოჯახი დაარწმუნეს, რომ ანტირაბიული საშუალება სხვა გართულებებს გამოიწვევდა, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც ოჯახმა პრეპარატზე უარი ექიმების მოთხოვნის საფუძველზე წერილობით დაადასტურა.

ქუთაისის კლინიკის დატოვების შემდეგ 65 წლის ქალის მდგომარეობა დამძიმდა და ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, მას კლინიკაში “იმუნოგლობულინი” მაინც გაუკეთეს, ოღონდ მხოლოდ მეექვსე დღეს.

როგორც ჩანს, ეს დაგვიანებით მოხდა. ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ოჯახი ასევე აცხადებს, რომ სათანადო კვლევა არც დაინფიცირებული ცხოველის ლეშს ჩაუტარდა.  ოჯახის თქმით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხოველის ლეში კვლევისთვის ჩამოატანინეს, თუმცა დაინფიცირებული ცხოველი საავადმყოფოს მიმღებში საათები სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე იყო. საბოლოოდ კი საკვლევი მასალა დაიკარგა.

65 წლის როზა გოგოხიას გარდაცვალების მიზეზი რომ დაგვიანებული მკურნალობა გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ანტირაბიული პრეპარატის გაკეთებაზე ოჯახმა უარი თავად თქვა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018