რატომ მოკლეს 42 წლის ლევან სიგუა – დოლიძეზე მკვლელობის დეტალები

გუშინ გვიან ღამით დოლიძის ქუჩაზე 42 წლის ბიზნესმენი, ლევან სიგუა ჩაცხრილეს. მომხდარს შსს-ს იძიებს.სავარაუდოდ, ბიზნესმენს სახლთან ელოდებოდნენ, რადგან, მეზობლების განცხადებით, 8 გასროლის შემდეგ, მათ დაინახეს, რომ ტერიტორია წითელმა ავტომანქანამ დატოვა.

ნიუპოსტის ცნობით, ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, ზოგიერთი ამ ფაქტს მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს, ხოლო ზოგი მიზეზად შურისძიებას ასახელებს.ლევან სიგუას ძმა იყო ერთერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი აქვს აშენებული. ამ კომპანიის წილს ლევან სიგუაც ფლობდა. გარდა ამისა მოკლულის მეუღლეს ბალანჩივაძის ქუჩაზე სილამაზის სალონი აქვს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018