რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი – სახლები პარიზსა და თბილისში, ავტომობილი, აქციები, საბანკო ანგარიშები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის ქონებას.

მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17.000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1.212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 50.000 დოლარი; 3.000 ლარი და 7.400 ევრო ჰქონდა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტის წევრობისას 57.645 ლარი შეადგინა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018