რუსული ვერტმფრენი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სივრცეში დაფრინავდა – სუსი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრების, გიორგი კასრაძის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც კასრაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მი-8 ტიპის ვერტმფრენი დისევის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და სოფელ ნიქოზს გადუფრინა. კასრაძე ამბობს, რომ ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან, საჰერო სივრცის დარღვევის ეს პირველი ფაქტია.

“ნიუპოსტმა” აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული ვერტმფრენი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სივრცეში დაფრინავდა, ფაქტის შედეგად ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018