სააკაშვილი – ”პუტინს ვუთხარი, რომ უარს ვიტყოდით ნატოს ბაზის საქართველოში განთავსებაზე, მაგრამ…”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან აერიდებინა. ამის შესახებ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინს ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებაზე უარის თქმის სანაცვლოდ მშვიდობიანი ურთიერთობები შესთავაზა.

მისი თქმით, კრემლთან მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნების საკითხზეც მიმდინარეობდა, რაზეც საქართველომ მოსკოვიდან მტკიცე უარი მიიღო.

„საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი, ომზე უარი ეთქვა. 2008 წლის თებერვალში შედგა შეხვედრა ჩემსა და პუტინს შორის. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვარ ხელი მოვაწერო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში არ განთავსდება ნატოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბაზები, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო. კონფლიქტის თავიდან აცილების მეორე მცდელობა იყო დევნილების მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შეთავაზება, თუმცა ამაზე უხეში უარი მივიღეთ. პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ ის თავის გეგმებს მაინც განახორციელებს. დღეს მსოფლიო გაცილებით ჭკვიანი გახდა. ყველა მიხვდა, რომ ის რაც 2008 წელს მოხდა არ იყო ერთი ეპიზოდი სადღაც კავკასიის რეგიონში. საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ მოხდა თავდასხმა უკრაინაზე, ყირიმის ანექსია, სირიის ავანტიურა და უფრო და უფრო მზარდი საფრთხეები დასავლეთის ქვეყნების მიმართ. დრომ გვაჩვენა რომ ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018