სალაჰი ლივერპულის პოლიციაში დაიბარეს

ლივერპულის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ლივერპულის პოლიციამ დაიბარა. ამის მიზეზი ის არის რომ სალაჰი საჭესთან სმარტფონით ხელში დააფიქსირეს, რაც ინგლისში აკრძალულია. სავარაუდოდ სალაჰს ჯარიმას დააკისრებენ, ან შესაძლოა მას დროებით მანქანის მართვის უფლება ჩამოართვან.
თვითონ ფეხბურთელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მოჰამედ სალაჰი ლივერპულში ერთი წლის წინ გადავიდა და მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ბომბარდირი გახდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018