სალომე ზურაბიშვილი – “მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები “ოცნების” გადაწყვეტილებას”

“ქართული ოცნება” ჯერჯერობით არ ჩქარობს განცხადების გაკეთებას იმის თაობაზე, თუ ვის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან მოთმინებით და იმედით ელოდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას:

“არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” რაიმის გამო თავს იკავებს. “ქართული ოცნება” მსჯელობს ამ საკითხზე, რაც ნორმალურია. არავის არაფერი ეჩქარება და მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. ვაგრძელებ ჩემს კამპანიასა და ხელმოწერების მოგროვებას. როგორიც იქნება მათი გადაწყვეტილება, ის იქნება ჩემთვის მისაღები”,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018