“სალომე ზურაბიშვილი სულ პორნოშეცდომებს რატომ უშვებს?” – “სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველგან შეგვიძლია გავთხაროთ” – ვიდეო

დიდ ჯიხაიშში ამომრჩევლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ასეთი რამ თქვა:

“ჩვენ გვაქვს ფანტასტიური ამ მხრივ სივრცე, სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველგან შეგვიძლია გავთხაროთ”

ამ ფრაზამ ფეისბუქში დიდი ჟრიამული გამოიწვია.

“ეს ქალი სულ პორნოგრაფიულ შეცდომებს რატომ უშვებს, საინტერესოა”, – დაწერა ნიკა გვარამიამ, რომელმაც 1 საათის წინ ამ პრობლემას კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:

“დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ საღლიცინოს იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტი, შესაძლოა, ჩიქორთულად მოლაპარაკე იყოს.
იყოს ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის, ბატონო, მაგრამ მშობლიურ ენაზე მინდა რომ გამართულად მელაპარაკოს. თუნდაც ის სისულელეები, რასაც ამბობს, სახელმწიფო ენაზე რომ შესრულდეს, ის მინდა, მე, საქართველოს მოქალაქეს. ვახ!”

გათხრა

🔖 სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო – სალომე ზურაბიშვილის მორიგი შედევრი

Gepostet von rain.ge am Donnerstag, 16. August 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018