სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.

ადვოკატების თქმით, იარაღი ჩადებულია და ჭანტურიას არ ეკუთვნის. ჭანტურია ქუჩაში, სახლთან ახლოს დააკავეს.

„იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია გვიან ღამით დააკავეს.

შეგახსსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორი გიორგი ჭანტურია აცხადებდა, რომ მას მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პრადად სთხოვდა.

„მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მეღიარებინა ეს დანაშაული საკუთარ თავზე. აღიარე ეს დანაშაული, მეუბნებოდნენ. ეს პირდაპირ მითხრა, ზუსტად სიტყვა-სიტყვით. შენ ჩხუბი მოგივიდა და მერე ესე განვითარდა მოვლენები მას არ სურდა ამ მკვლელობას შეკვეთილის ელფერი ჰქონოდა და შესაბამისად თუ ის აღიარებდა ამ დანაშაულს, შეღავათებს ჰპირდებოდა. მითხრა რომ აღიარე და შეღავათს გაგიკეთებ და დაგეხმარები ბოლომდე გვერდში დაგიდგები,“- აცხადებდა გიორგი ჭანტურიამ.

“ნიუპოსტი” რეზონანსული საქმის ირგვლივ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დას მარიამ ჭანტურიას რამდენიმე თვის წინ ესაუბრა. მისი თქმით, ჭანტურიას და პირადად მას “ჯიპის მარკის ავტომობილი დაჰყვება და უთვალთვალებს”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018