სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს – ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი – ვიდეო

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა.

ამ დროს მადურო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მადურო და არც ტრიბუნაზე მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან. დაჭრილია ეროვნული გვარდიის 7 ჯარისკაცი.

თავდასხმაში მადურომ კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ერთი დრონი მისკენ მიფრინავდა, თუმცა იგი “სიყვარულის ფარმა გადაარჩინა”.

მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა დაჯგუფება “მაისურიანი ჯარისკაცების ეროვნულმა მოძრაობამ” აიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018