საფრანგეთის ლტოლვილთა ცენტრში საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა

საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. თავშესაფრის მაძიებელი პირი აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლია.საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ.

როგორც თავშესაფრის მაძიებელი ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომაროება გაუარესდა.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩემი მკურნალობა საქართველოში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და გადახდას ვერ შევძლებ“, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე.

რენის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018