სილამაზის კონკურსანტებმა რენტგენით გადაღებული დუნდულების ფოტოები წარადგინეს

ბრაზილიური სილამაზის კონკურსის Miss BumBum-ის მონაწილეებმა საკუთარი დუნდულების ფოტოები წარადგინეს, რომელიც რენტგენით გადაიღეს. ამ კონკურსზე სწორედ საუკეთესო დუნდულების მქონე ქალს ირჩევენ.

როგორც Sun-ი წერს, რენტგენის გადაღება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ქალებმა დაამტკიცონ, რომ მათ სხეულის ამ ნაწილის ოპერაცია არ აქვთ გაკეთებული.

სილამაზის კონკურსი Miss BumBum-ი წელს მეექვსედ იმართება. ფინალში 27 გოგო მონაწილეობს. კონკურსის გამარჯვებული ნოემბერში გახდება ცნობილი.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018