სროლა გორში – ახალგაზრდა ქეიფის დროს დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ.
,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ შეიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

მოგვიანებით დაჭრილი ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018