”სროლის შემდეგ დავინახე ქუთათელაძის ოფისიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი” – რას ყვება მთავარი მოწმე

”სროლის შემდეგ დავინახე ქუთათელაძის ოფისიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი” - რას ყვება მთავარი მოწმეფარული აუდიოჩანაწერით, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მასალებში დევს, ირკვევა, რომ ბრალდებულის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ავტომატურ იარაღს და ვაზნებს ბრალდებული გიორგი ჭანტურია სახლში ინახავდა.

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება მთავარი მოწმის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ 15 იანვარს გიორგი ჭანტურია მოკლულის კაბინეტიდან იარაღით ხელში გამოვიდა.

ფარული საგამოძიებო მოექმედებების შედეგად საქმეში დევს რამდენიმე მტკიცებულება, მათ შორის არის საქმის ერთერთი მთავარი მოწმის ჩვენება, თუ როგორ ვითარდებოდა მოქმედებები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს.

მოწმე ყვება, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და ამის შემდეგ დაინახა, თუ როგორ დატოვა გიორგი ჭანტურიამ ქუთათელაძის სამუშაო ოთხარი.

”როდესაც გავუსწორდი სამსონ ქუთათელაძის ოფისს, არმისული ოფისის უკანა კარის ხაზთან, ჩემგან დაახლოებით 7-8 მეტრში, დავინახე ოფისიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი” – ყვება მთავარი მოწმე.

ასევე საქმეში არსებობს ჭანტურიას დის ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც და აცხადებს, რომ ოჯახმა ვერ მოასწრო 300 ვაზნის, 24 მჭიდის და 3 ავტომატის გადამალვა.

საქმის მთავარი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჭანტურიამ სტამბოლის ბაზრის დატოვების შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა.

საქმიდან ირკვევა, რომ ჭანტურია მკვლელობიდან მალევე ევროპაში გაემგზავრა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარულ საგამოძიებო აუდიო ჩანაწერში, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა, ბრალდებულის და ყვება, რომ თუ მისი ძმის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ საგამოძიებო უწყება მისი მიმალვის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ბრალდებული ევროპაში დარჩებოდა.

ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.