სტამბულის ათათურქის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Kokpit.Aero ავრცელებს.

ინციდენტი სადგომზე მანევრირების დროს მოხდა.

ავიაკომპანია  Royail Air Maroc-ის კუთვნილი Boeing 787 Turkish Airlinesის კუთვნილ Boeing 777-ს ფრთით წამოედო. Maroc-ის თვითმფრინავი ტერმინალის გასწვრივ მოძრაობდა, თურქული ლაინერი კი გასასვლელში მგზავრების მგზავრთა ჩასხდომას ელოდებოდა.

ორივე თვითმფრინავი დაზიანდა. მათ სპეციალისტები შეამოწმებენ. Boeing 787 კასაბლანკაში უნდა გაფრენილიყო, Boeing 777 კი – ათენში.

დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018