სტეფანე თუმანიშვილი – ვანო მერაბიშვილს მკურნალობა ისევ სჭირდება – ყოფილი შს მინისტრი ადვოკატმა მოინახულა

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა. ის საპატიმროში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად მივიდა.

ადვოკატმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. სტეფანე თუმანიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მედიკამენტოზური მკურნალობისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ციხეში მომდევნო დღეებში ექიმების ვიზიტს კიდევ ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გუშინ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018