სუსის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს

imedinews-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ვახტანგ გომელაურია.

გოგაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018