ტიბო კურტუა მალე რეალის ფეხბურთელი გახდება

ლონდონის ჩელსის გოლკიპერი ტიბო კურტუა ხუთშაბათს მადრიდში ჩაფრინდება და რეალთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
კურტუას რეალში ტრანსფერი უფრო ადრეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩელსიმ რამდენჯერმე რეალს უარი უთხრა, თუმცა ამჯერად ყველაფერი დასრულებულია, რადგან ლონდონელებმა ბილბაოს ატლეტიკის მეკარე იყიდეს, რომელიც სავარაუდოდ კურტუას შეცვლის.
ტიბო კურტუა ჩელსიში 2011 წელს გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 126 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია რომ ჩელსიმდე კურტუა მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018