ტორპედო ლუდოგორეცთან დამარცხდა

ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პირველ მატჩში ლუდოგორეცთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონმა გაიტანა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ტაიმის ბოლოს ქუთაისელთა უყურადღებობით ვანდერსონმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ტორპედო ცდილობდა შეტევაში აქტიურად თამაშს, მაგრამ ლუდოგორეცი თავს კარგად იცავდა და ტორპედომ ვერაფერი მოახერხა. საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა ლუდოგორეცის სასარგებლოდ.

განმეორებითი შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018