უსმან დემბელემ ბარსელონას სუპერთასი მოაგებინა – ვიდეო

მაროკოს ქალაქ ტანჟერში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერთასის მატჩი, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილიას” 2:1 სძლია.

“ბარსამ” მეცამეტედ მოიპოვა ეს ტიტული და რეკორდსმენია. “რეალს” სუპერთასი ათჯერ აქვს მოგებული.

ლეო მესიმ “ბარსელონაში” 33-ე ტურნირი მოგო და კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის თასი, 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტანჟერი. “სტად დე ტანჟერი”.
სევილია – ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 სარაბია (9), 1:1 პიკე (42), 1:2 დემბელე (78)
გამოუყენებელი პენალტი: ბენ იედერი (90+1)

სევილია: ვაცლიკი, მერკადო (ბენ იედერი 85), გომესი, კიაერი, ესკუდერო, სარაბია (ვიდალი 71), მესა, ბანეგა, ვასკესი, ნავასი, მურიელი (ანდრე სილვა 60)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, არტური (კოუტინიო 53), რაფინია (რაკიტიჩი 46), დემბელე (ვიდალი 86), მესი, სუარესი

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018