,,ფეხებზე ცეცხლი მეკიდა, 88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე …” – რას ყვება ,,სარკესთან” საბერძნეთში სიკვდილს გადარჩენილი მარინა მახარაშვილი

ჟურნალი ,,სარკე” დღევანდელ ნომერში წერს ქართველ ქალზე, რომელმაც საბერძნეთში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.

50 წლის მარინა მახარაშვილმა „სარკესთან” ისაუბრა, თუ როგორ გადაარჩინა 88 წლის მოხუცი უეჭველ სიკვდილს.

-მე ვუვლი 88 წლის მოხუცს, რომელსაც ათენშიც აქვს სახლი, მაგრამ დასასვენებლად კუნძულზე იყო წამოსული და მეც თან ვახლდი. მოულოდნელად სახლში დამწვრის სუნი ვიგრძენი და აივანზე რომ გავედი, ჩემ წინ ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული.

ჩემს მოხუცს ვუთხარი, ცეცხლია და გავიქცეთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, არსად წასვლას არ ვაპირებ, ეგ ცეცხლი ჩვენამდე ვერ მოვაო.

ხანძარი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ მას ვეღარ ვემორჩილებოდი, ხელში ავიყვანე და ისე გავიქეცი. ცეცხლის ალში გახვეული დერეფანი გავიარე. სახლი რომ დავტოვე, უკან მოვიხედე და ცცხლი უკვე ოთახებში იყო შესული. ეს იყო ენით აღუწერელი საშინელი გრძნობა და ტკივილი. რომ გავრბოდი, ფეხებზე ცეცხლი მეკიდა… – ყვება ქალბატონი მარინა და იმ კოშმარს იხსენებს, სამშვიდობოს გასული როგორ უყურებდა ცეცხლში გახვეულ სახლებს, მანქანებს… ის თავის ემიგრანტულ ცხოვრებასაც იხსენებს, ,,სარკის” მკითხველს  თავის ტკივილსა და გაჭირვებაზე უამბობს.

სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018