ქვემო ქართლის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი ინიშნება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი დაინიშნება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორის წარადგინა მომავალ კვირას მოხდება .მხარის პირველ პირს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს სავარაუდოდ სოზარ სუბარი წარუდგენს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეხვიაშვილი პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ახლანდელ მოადგილეებს სამსახურიდან დაითხოვს და მუშაობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

შოთა რეხვიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ბოლოს ის სოზარ სუბარის მოადგილედ მუშაობდა დევნილთა სამინისტროში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018