ქსნის კოლონიაში პატიმარმა ბანაობისას თავი მოიკლა

ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში – „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.
„მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018