“ყველაფერი ყელში ამომივიდა” – ნიკოლოზ ხუბუტიას სიკვდილის ახალი დეტალები

"ყველაფერი ყელში ამომივიდა" - ნიკოლოზ ხუბუტიას სიკვდილის ახალი დეტალებირუსული საგამოძიებო ორგანოები იკვლევენ მიხეილ ხუბუტიას შვილის, ნიკოლოზის, სიკვდილის მიზეზებს.

მიხეილ ხუბუტიას, რომელიც იარაღის კომპანია “კოლჩუგას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, რუსული მედია იარაღის ბარონს უწოდებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ხუბუტიას სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიკოლოზ ხუბუტია მალაია ბრონნაიაზე ცხოვრობდა. მისი ბინა შიგნიდან იყო დაკეტილი, როცა დამხმარე ქალი მივიდა იქ.

იუწყებიან, რომ ბოლო პეროიდში ნიკოლოზ ხუბუტია დეპრესიულ მდგომარეობაში იყო.

“ის წერდა მეგობრებს, რომ ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ძალიან დაიღალა” – ამბობს რუსული სააგენტო.

თავად მიხეილ ხუბუტია ახლა სენ ტროპეში იმყოფება დასასვენებლად უმცროს შვილთან ერთად.