ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში – დაჭრილია 4 ჯარისკაცი

კოჯრის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები დაჭრეს – ინფორმაციას “კურიერი” სამხედრო ნაწილიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“კურიერს” წყარო უყვება, რომ დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
სავარაუდოდ, ჯარისკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერბერაშვილი აკეთებს.

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 6 საათისთვის მოხდა. დაშავებულია 4 სამხედრო, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„საღამოს 6 საათზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. და მიღებული დაზიანებებით გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოებში. დაშავებულია 4 სამხედრო მოსამსახურე. მიღებული აქვთ დაზიანებები. გამოძიება საწყის ეტაპზეა,“ – განაცხადა  ირაკლი ბერბერაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ირაკლი ბერბერაშვილი ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება სამხედროებს შორის, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოლკოვნიკის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018