ცეზარ ჩოჩელი – „2017 წელს, კურსთა შორის სხვაობის გამო, 3,5 მლნ ლარით ვიზარალე“

„2017 წელს კურსთა შორის სხვაობის გამო 3,5 მლნ ლარით ვიზარალე“, – ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა გააკეთა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება წარმოებაზე ყოველთვის ცუდად აისახება.

“დილით 5 პუნქტით იწევს, საღამოს 5 პუნქტით იკლებს – ეს არის დამღუპველი და აუცულებლად ცუდად აისახება წარმოებაზე”, – აცხადებს ჩოჩელი.

Bm.ge-ის კითხვას – ლარის გაუფასურების დროს ხდება თუ არა კერძო სექტორის მხრიდან დოლარის შესყიდვა, ბიზნესმენი შემდეგნაირად პასუხობს:

“არ მახსოვს, ასეთი ქცევისთვის მიმემართოს, რომელ მწარმოებელს უდევს მილიონები ანგარიშზე, რომ დღეს დოლარი იყიდოს ან პირიქით – ლარი. ამის ფუფუნება მწარმოებლებს არ გვაქვს, ხოლო ბანკებს აქვს თუ არა – არ ვიცი“, – აცხადებს ჩოჩელი.

ბიზნესმენს უჭირს საუბარი იმაზეც, თუ რას უკავშირდება ბოლო პერიოდში ლარის ნახტომისებური რყევები გაუფასურების მიმართულებით.

“ერთი კითხვა მაქვს დილას უფასურდება ლირა და მეორე საღამოს საქართველოში იწევს კურსი და უფასურდება ლარიც. რა ხდება დიდი რაოდენობით ფული გავიდა ქვეყნიდან? – მე პასუხები არ მაქვს“, – აცხადებს ბიზნესმენი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018