ჭიაბერაშვილი: “ლარის გაუფასურების შემდეგი ნაბიჯი პროდუქტებზე ფასების ზრდაა”

– თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, პროდუქტების ფასებზეც იქონიებს ზეგავლენას, – ამის შესახებ “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების თემის კომენტირებისას განუცხადა.

“თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, პროდუქტების ფასებზეც იქონიებს ზეგავლენას. პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმპორტირებულ საქონელს შეეხება. მეორე რიგში, პრობლემას შეუქმნის ენერგეტიკულ სექტორს – წყალს, გაზსა და კომუნალურ ხარჯებს გაზრდის იმ სექტორში, რომელის იმპორტზეა დამოკიდებული”, – განაცხადა გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, მთავრობა ლარის რყევას აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება.

„შემდგომი საშიშროება ეს არის ფასების ზრდა, რაც ძალიან დაარტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს და ახლა სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან მწყობრი პოლიტიკა მთავრობის მხრიდან, რაც გამორიცხულია ივანიშვილის მთავრობის პირობებში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარი და ჩვენი ეკონომიკა მუდმივად იქნება ავად,“ – განაცხადა “კურიერთან” საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018