ხუთმა ნიღბიანმა ფირუზ ცეცხლაძეს ვაშლიჯვარში ბმვ იქს 5 გასტაცა – “90-იან წლებში დავბრუნდით”

ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან დღის 3 საათზე მფლობელს ძვირადღირებული მანქანა გასტაცა. შემთხვევა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელებმა იარაღი შუბლზე დაადეს, მოკვლით ემუქრებოდნენ, BMW X5-დან გადმოსვეს და მისივე ავტომობილით მიიმალნენ.

დაზარალებულმა ფირუზ ცეცხლაძემ თავდასხმისას წართმეული ნივთებიდან ვერაფერი დაიბრუნა, ბათუმიდან თბილისში გასაყიდად ჩამოყვანილი მანქანა კი 17 აგვისტოს შემდეგ საერთოდ გაქრა.

ფირუზ ცეცხლაძის თქმით, მისი ისტორია 1990-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს.

ბათუმელ ფირუზ ცეცხლაძეს თბილისიდან მამაკაცი შეუთანხმდა, რომ მისგან მანქანას იყიდდა. ჩამოიყვანა დედაქალაქში, ავტომობილი გადააფორმებინა, შემდეგ კი უთხრა, რომ ფულს სახლში მისცემდა. ვაშლიჯვარში თანხის ასაღებად მისულ ავტომფლობელს კი უკვე ხუთი შეირაღებული ნიღბიანი დაახვედრა და მანქანა გაიტაცეს.

სიცოცხლის ხელყოფის მუქარით და სიტყვიერი შეურაცხყოფით ცეცხლაძე და მისი ბიძა ავტომობილიდან ჩამოსვეს და იქვე დატოვეს.

დაზარალებული იხსენებს, რომ ხუთი თავდამსხმელიდან ნიღაბი მხოლოდ სამს ეკეთა. ორს კი სახე ცხვირსახოცით ჰქონდა დაფარული. ცეცხლაძის ინფორმაციით, ის ორი მისი ნაცნობები იყვნენ, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ის პირი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ მანქანა გადაუფორმა.

პოლიცია ცეცხლაძის მანქანის ყაჩაღურად გატაცების საქმეს, თითქმის, ორი კვირაა, იძიებს. თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი პირია დაკავებულია, გატაცებული მანქანის კვალი კი არ ჩანს.

დაზარალებულებს გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათი თქმით, სამართალდამცველები მათი დაყაჩაღების საქმეს არასათანადო ყურადღებას უთმობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაზარალებულების პრეტენზიებს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ავტომობილის და სხვა თავდამსხმელების ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018