ავღანეთში თალიბებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს

ავღანეთში თალიბებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცესრადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს, ავტობუსები ტაქარიდან ქაბულში მიემართებოდნენ, როდესაც ისინი თალიბებმა გააჩერეს. მგზავრები გამტაცებლებმა, ავღანეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, სოფელ ნიკპეში გადაიყვანეს. მათ გადასარჩენად სამხედრო დანაყოფებია გაგზავნილი და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. Tolo News-ის ცნობით, გატაცებულია სავარაუდოდ 170 მგზავრი.