ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დააკავეს

ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დააკავესსამართალდამცავებმა სვანეთში ერთი მამაკაცი დააკავეს, საუბარია მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი სამართამდალცავებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დაიჭირეს. აღნიშნული მუხლი იძულებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამას რვა შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი იანვარში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, დევნოზაშვილი დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს.

ნიუპოსტი