ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეწვევა

ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეწვევაგერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა. მერკელის ვიზიტი სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება. დეტალები ამ დროისათვის დაზუსტების ეტაპზეა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ანგელა მერკელს რეგიონალური ტურნე ექნება.

დავით ზალკალიანის თქმით, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.