აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახაიუტის შტატის ქალაქ პეისონში ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ცოლთან კონფლიქტის შემდეგ განაწყენებულმა კაცმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა.

შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.