ბათუმში მაღაზია ტექნობუმი დაიწვა

ბათუმში მაღაზია ტექნობუმი დაიწვაძლიერი ხანძარი ბათუმში – 5 აგვისტოს დილით ცეცხლი ტექნიკის მაღაზია “ტექნობუმს” გაუჩნდა.  ცეცხლი შენობაში დაახლოებით 2:30 წუთისთვის გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები.

დამწვარია მაღაზიის დიდი ნაწილი, 250 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვეა არაერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტი [ბათუმი მოლი და სხვ.], ასევე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგური.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100.000 დოლარს აღწევს.