ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანს, ამერიკელ სოკს, მოუგო – ვიდეო

ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანს, ამერიკელ სოკს, მოუგო - ვიდეო30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14.000 მაყურებელს იტევს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიკოლოზმა სლოვენიელ ალიაზ ბედენეს ანგარიშით 6:2,  4:6, 6:2, 2:6, 6:4 მოუგო.

სპორტალი

https://www.facebook.com/NikolozBasilash/videos/617685511966723/