„ბორჯომის” ფეხბურთელი თედო კაკულია ავარიაში დაიღუპა

„ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავარიაში დაიღუპაგუშინ, 14 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის” ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

კაკულიას თბილისის “დინამოში,” რუსთავის “მეტალურგში,” ფოთის “კოლხეთსა” და გორის “დილაში” უთამაშია. ის ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

ინტერპრესნიუსი