გელოვანის გამზირზე ბმვ ოპელს შეეჯახა

გელოვანის გამზირზე ბმვ ოპელს შეეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – მარშალ გელოვანის გამზირზე BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის მარკის მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახლოს მდებარე შენობას დაეჯახა.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო, BMW-ს ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა.

რუსთავი 2