გია ფეიქრიშვილის მკვლელმა მოკლულის ცოლი გაიტაცა და დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო – მკვლელობის ახალი დეტალები

გია ფეიქრიშვილის მკვლელმა მოკლულის ცოლი გაიტაცა და დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო - მკვლელობის ახალი დეტალებივარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი, გია ფეიქრიშვილი, დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის ცოლი გაიტაცა და გაიქცა, შემდეგ კი ქალი დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო.

ამის შესახებ დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

“ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, გზაში არ ვიცი, რა მოხდა, დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არ ვიცი, მგონი დაზიანებები ჰქონდა და მაგიტომ”- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

რუსთავი 2-ის ცნობით, ვარკეთილში გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის თვალწინ  მოკლეს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელსაც მეზობელი შეესწრო.

დაჭრილი მეზობელი საავადმყოფოში მხრის არეში ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობით გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც სავარაუდოდ მკვლელი დაინახა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ სამართალდამცველებმა ვერ დაკითხეს. პოლიცია მას კლინიკაში ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა იყო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია „კურიერისთვისაც“. დღეს მის საცხოვრებელ სახლში არავინ დაგვხვდა. პირი, რომელსაც პოლიცია ეძებს, 1989 წელს დაბადებული მამაკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტოზე: გია ფეიქრიშვილი და მისი მეუღლე 

დრონი, რუსთავი 2