გიორგი სოზაშვილი დააკავეს

გიორგი სოზაშვილი დააკავესბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან, მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა. დაკავებას წინ სოზაშვილსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ბიზნესმენს სამართალდამცველების დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. მისი მეუღლე კი პოლიციელებს სოზაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პოლიციაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბიზნესმენი ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

ადვოკატი სოზაშვილთან შეხვედრას დღეს გეგმავს.

რუსთავი 2