გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბურთი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა – ვიდეო

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბურთი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა - ვიდეოშვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნით მატჩში “გეტებორგმა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “ოსტერსუნდსი” და სტუმართა კარში გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

მან 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში – ბურთი კუთხურიდან მეკარისგან ახლო კუთხეში უცნაური ტრაექტორიით ჩაახვია, შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გიორგის პასით ვაჯებაჰ საკორმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა 8.114-მა მაყურებელმა ოვაციები გაუმართა გიორგის და მის გუნდს.

მოკლედ, 22 წლის ხარაიშვილმა მოკლე პერიოდში ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

მან მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

“გეტებორგი” 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადავიდა და შემდეგ ტურში გასვლაზე “ნორკოპინგს” შეხვდება,  იქამდე კი 23 აგვისტოს სტუმრად თასზე ქვედალიგურ “ტორნსს” ეთამაშება.

სპორტალი